მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
75 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური. ინფორმაციას წიკლაურის ოჯახის წევრები ადასტურებენ.
თემურ წიკლაურიკორონავირუსისდიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.
თემურ წიკლაური1967-1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი.
თეიმურწიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში.
2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.