ესპანეთში პოლიციამ დააკავა წყვილი, რომელიც ეზოში 5-მეტრამდე სიმაღლის მარიხუანას ზრდიდა

Tbilisi Daily

ესპანეთში პოლიციამ დააკავა წყვილი, რომელიც ეზოში 5-მეტრამდე სიმაღლის მარიხუანას ზრდიდა. როგორც LadBible-ი იუწყება, მარიხუანას „ხე“ იმდენად დიდი იყო, რომ პოლიციას მისი დანაწევრება და ნაწილ-ნაწილ წაღება მოუწია. დაკავებულ ქალსა და კაცზე ინფორმაცია არ ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სასამართლოს წინა დღეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც ესპანეთის პოლიციის სპიკერმა განაცხადა, მცენარე იმდენად დიდი იყო, რომ პოლიციელები გაოცებულები იყვნენ. „ხე 1-ლი სართულის სიმაღლემდე იყო გაზრდილი და ოფიცრებზე 3-ჯერ მაღალი იყო“, - განაცხადა სპიკერმა.