რამდენ ხანს აღარ დაემართება ხელმეორედ კორონავირუსი განკურნებულ ადამიანს?
Tbilisi Daily
ყველას აინტერესებს შესაძლებელია თუ არა, რომ კოვიდ-19-გან განკურნებულ ადამიანს ვირუსი კვლავ შეეყაროს. ამაზე ქართველ ინფექციონისტებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ამირან გამყრელიძის თქმით, მსოფლიო მასშტაბით, ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს და დიდი კვლევები მიმდინარეობს.
„ეს ვირუსი კი არის უკვე 10 თვის ისტორიის, მაგრამ რეინფიცირების სულ ერთეული შემთხვევაა აღწერილი. ამიტომ ვფიქრობთ, ინფექცია ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ასევე უჯრედულ იმუნიტეტს და გარკვეული პერიოდი რჩება ორგანიზმში.
რამდენი ხნის განმავლობაში რჩება იმუნიტეტი კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ – ამაზე დიდი კვლევები მიმდინარეობს და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის, რადგან ზოგიერთი კვლევით, ანტისხეულები ვირუსის გადატანიდან 3-6 თვის შემდეგ დავარდა, თუმცა რჩება მეორე, უჯრედული იმუნიტეტი“, – აცხადებს გამყრელიძე.