მოსახლეობის 79% თვლის, რომ ქართულ პოლიტიკას ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება - კვლევა
Batumi Daily
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთ კითხვაზე “არის თუ არა საჭირო ახალი პლოიტიკური ძალის გამოჩენა” საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (79%) მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში საჭიროა ახალი პოლიტიკურ ძალის გამოჩენა.
კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2 პროცენტული პუნქტია.
კვლევა ქართულიპოლიტიკა პოლიტიკა
BatumiDaily