ფინანსთა სამინისტროს სახაზინო აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
Tbilisi Daily
2020 წლის 10 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 80 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.130 პროცენტით, მაქსიმალური 8.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.152 პროცენტით განისაზღვრა.