საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 20 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 20 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 159 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში ვირუსი 2 547 771 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 62 427 პაციენტი დაიღუპა. საფრანგეთი, ვირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.