მოგიწოდებთ, ამ ცივ პერიოდში ყველგან ატარეთ პირბადე!

Tbilisi Daily

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვეაში იცავს პირბადე ადამიანს 99%-ით. „ყველაზე საუკეთესო თავდაცვის საშუალება პირბადეა. პირბადის ტარება ამ ფონზე აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, სადაც 2-მეტრიან დისტანციას ვერ ვიცავთ. მე მაინც მოგიწოდებთ, ამ ცივ პერიოდში ყველგან ატარეთ პირბადე. 50-დან 75%-მდე ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. თუ ინფიცირებულსა და არაინფიცირებულს, რომელთა შორის დისტანცია მეტრ-ნახევარია და ორივეს პირბადე უკეთეია, გადადების შანსი არის 1%. მედიას გთხოვთ, საზოგადოებას მოუწოდოთ რომ პირბადის ტარების მარტივი წესი საზოგადოებას მოუწოდოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ