ბათუმში ორ მოქალაქეს დაუდასტურდა COVID - 19
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში COVID - 19 დაუდასტურდა ორ მოქალაქეს. ისინი სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. ორივე მათგანი ბათუმის ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომებით საზღვრიდან გადაიყვანეს. ერთი საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის საბაჟოდან, მეორე კი ბათუმის პორტიდან.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მათ საბაჟოზე მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდათ. ლაბორატორიულმა კვლევამ კი COVID - 19-ით ინფიცირება დაადასტურა. პაციენტები მკურნალობას კლინიკა „მედალფაში" გააგრძელებენ.
სამთავრობო ვებგვერდის StopCov.ge-ს ცნობით, 29 ივნისს, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 926-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 791, გარდაიცვალა 15 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 2809.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30696863.html
#ახალი_ამბები
#twitter