ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე ოკუპანტები 9 ჰექტარ ტერიტორიას გვართმევენ, ხელისუფლება უმოქმედოდაა
Pirveliradio Ge
ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე ოკუპანტები 9 ჰექტარ ტერიტორიას გვართმევენ, ხელისუფლება კი უმოქმედოდაა-განაცხადა ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ.
ქაცარავა ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქცენტის გადატანაში ადანაშაულებს.
"შემოჭრის სიღრმე მერყეობს 120 მეტრიდან 300 მეტრამდე და ეს ახალი ხაზი, რომელსაც ოკუპანტები ქმნიან, პარალელურად მიუყვება ძველ საოკუპაციო ხაზს. საუბარია 9 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ომის შედეგად არ დაგვიკარგავს", - განაცხადა ქაცარავამ.
http://pirveliradio.ge/?newsid=144560