კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც ჩაატარებენ

Tbilisi Daily

უახლოესს მომავალში კორონავირუსზე ტესტირებას თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებშიც ჩატარებენ. აქამდე კორონავირუსზე ტესტები მხოლოდ თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ტარდებოდა. #კორონავირუსი #ტესტირება #თბილისი #ბათუმი #ქუთაისი #tbilisidaily