საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს ულოცავს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ მოლდოვის არჩეულ პრეზიდენტს, მაია სანდუს ულოცავს დამსახურებულ გამარჯვებას.
ზურაბიშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი იქნება. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ერთობლივ მოშაობას და ევროპისკენ საერთო გზაზე სვლას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30952492.html
#ახალი_ამბები
#twitter