დღეიდან გორში კულტურისა და დასვენების პარკი გაიხსნა
Gori Daily
როგორც ცნობილია, ახალი კორონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, დაკეტილი იყო გორის კულტურისა და დასვენების პარკი ე.წ. "ახალბაღი", აღნიშნული შეზღუდვა 26 მარტიდან იყო ძალაში. გადაწყვეტილება პარკის ადმინისტრაციამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო. თუმცა ცნობილი გახდა, რომ დღეიდან, 9 მაისიდან აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნა და "ახალბაღი" ოფიციალურად სტუმრებისთვის გაიხსნა.
"კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნამდე "ახალბაღის" მთელ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური სხნარით დამუშავდა პარკში არსებული სავარჯიშო სივრცე, სკამები, ნაგვის ურნები.
სადეზინფექციო სამუშაოები ,,ახალბაღის,, ტერიტორიაზე პერიოდულად განხორციელდება.
პარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. ", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
#გორი
#კარანტინი
#კორონავირუსი
#goridaily