ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სხვაზე ადრე აღადგენს ტურისტულ ინფრასტრუქტურას - ნათია თურნავა
Tbilisi Daily
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული შეზღუდვები საქართველოში ეტაპობრივად მოიხსნება. დღეს ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დაიწყო. დასაშვები გახდა ნებისმიერი სახის ონლაინვაჭრობა, ტაქსების ოპერირება და აგრარული ღია ტიპის ბაზრების ამოქმედება.
საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც ტურისტულ ინფრასტრუქტურას სხვაზე ადრე აღადგენს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, სხვა ბიზნესებთან შედარებით, ტურიზმი ყველაზე მტკივნეული თემაა და ხშირ შემთხვევაში სხვა დარგების ლოკომიტივიცაა.
"მე მოვერიდები პროგნოზის გაკეთებას, რადგან შიდა ტურიზმი, ალბათ, უფრო სწრაფად ამოქმედდება. ამ წლის ბოლომდე ველოდებით, რომ თუ ყველანი დისციპლინირებულად მოვიქცევით გვექნება შესაძლებლობა, რომ წავახალისოთ ჩვენი ტურიზმი. დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, არის მსოფლიოში მიმდინარე ვითარებაზე დამოკიდებული", - განაცხადა მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში.
#კორონავირუსი
#ეკონომიკა
#ტურიზმი
#ნათიათურნავა
#tbilisidaily