საქართველოში Сovid 19-ის 248 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

28 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონაირუსით დაინფიცირების 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 525 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 265 114-მდე. ბოლო 24 საათში გარდაცვალა 11 ადამიანი.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 510 პირი ემსხვერპლა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %. ბოლო 14 დღის მანძილზე ეს მაჩვენებელი იყო - 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.55%. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 885  ტესტი.მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  270 758-ს. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 108, საიდანაც: 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  712, აჭარაში - 166, იმერეთში - 264. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 30, იმერეთში - 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პირი, მათგან თბილისში - 60, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 323 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 99, ხოლო აჭარაში - 81. სულ  6 ოქტომბრიდან - 27 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 320 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 452 პირი, აჭარაში - 382, იმერეთში - 664. https://www.radiotavisupleba.ge/a/31125713.html #ახალი_ამბები #twitter