ახალი მოწვევის პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი მოხვდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი მოხვდება. ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრაპოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება:
“ქართული ოცნება“- 61 მანდატი,
“ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“- 34 მანდატი,
“ევროპული საქართველო“- 4 მანდატი,
“ლელო“- 4 მანდატი,
“პატრიოტთა ალიანსი“ - 4 მანდატი,
“სტრატეგია აღმაშენებელი“- 4 მანდატი,
“გირჩი“- 3 მანდატი,
“ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - 1 მანდატი,
“ლეიბორისტული პარტია“ - 1 მანდატი.
120 პროპორციულიდან 4 თავისუფალი მანდატი რჩება,რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ, ესენია:“გირჩი“, “ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდანმესამე შაბათსანუ 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.