COVID 19: დიდ ქალაქებში იხურება საბავშვო ბაღები

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები. ეს შეზღუდვა შეეხება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, ზუგდიდს, გორსა და ფოთს. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემისრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ "წერტილოვანი შეზღუდვების" დაწესება მოხდა "საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით". უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, ასევე დიდ ქალაქებში, წესდება შეზღუდვები როგორც ქვეითების, ასევე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე - "22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორში და ფოთში".   https://www.radiotavisupleba.ge/a/30935170.html #ახალი_ამბები #twitter