კორონავირუსის ახალი შემთხვევები ხულოში
Batumi Daily
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის ორ თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა.
ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ. „აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასულნი იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან“ – აღნიშნულია ხულოს მერიის გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მერიის ფეისბუქ გვერდზე ასევე ვკითხულობთ, რომ ხულოს მერია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. "შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს და დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე".
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily
#კოვიდვითარებააჭარაში
#ახალიამბებიაჭარაში
#ხულო
#აჭარა