ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს

Tbilisi Daily

სოფელ ფონიჭალაში მამაკაცს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.