COVID-19-ით დაავადების ახალი შემთხვევები რუსთავში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსთავის მერიის უსაფრთხო გარემოსა და ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის თქმით, ხუთივე დაავადებული წინა დღეებში გამოვლენილ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანია. "ყველა მათგანს აჭარის კურორტებზე მოგზაურობის ისტორია აქვს. ისინი აქამდე ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ და თვითიზოლაციის რეჟიმში იყვნენ", თქვა დავით ბეგაშვილმა. მისივე ცნობით, ახალ ინფიცირებულებს შორის ე.წ. "ავერსისა" და კლინიკა "რუსთავის" კლასტერებიდან არავინაა. მიმდინარე წლის 29 აგვისტოდან დღემდე რუსთავში COVID-19-ით 29 ადამიანი იყო ინფიცირებული, მათ შორის, მედიცინის მუშაკები. დღეს საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30837866.html #ახალი_ამბები #twitter