ხელვაჩაურში ზედა ახალშენში 14 ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყეტილი

Tbilisi Daily

ხელვაჩაურში ზედა ახალშენში 14 ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყეტილი. მეწყრულო პროცესი სამი დღის წინ სოფელში რამდენიმე ადგილას განვითარდა, მათ შორის საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. გზის გაწმენდითი სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. „მიწის მასალა კედელზეა მომდგარი. შემეშინდა და ბიძაშვილთან ჩავიყვანე ოჯახი, იქ უარესი სიტუაცია დამხვდა. სახლის ფუძე გასკდა. 16 ადამიანი გარეთ ველოდებოდით რა მოხდებოდა. ახლა სახლებს დავუბრუნდით, მაგრამ გვეშინია. მეწყერ საშიშ ზონაში ვცხოვრობთ, გვაქვს დასკვნებიც, არაერთხელ მივმართეთ მერიას მაგრამ უშედეგოდ. ვითხოვთ ყურადღებას, ასევე გზის დროულად გაწმენდას. 14 ოჯახია ჩაკეტილი. სასწრაფო ვერ შემოდის. იყო სოფლის რწუმენებული, გადაიღო ფოტოები და წავიდა. მას მერე არავინ არ მოსულა, გვპირდებიან და ველოდებით როდის გახსნიან გზას,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა. მეწყერი ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში, 200 ლოკაციაზე ჩამოწვა. უხვ-ნალექიანობა 1-ელ ოქტომბერს დაფიქსირდა.