ჩემი თავი შემიძლია გავწირო

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139807 ჩემი თავი შემიძლია გავწირო, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანს საფრთხე აქვს, რომ შეიძლება გარდაიცვალოს, თამაშის დრო ნამდვილად არ არის - ამის შესახებ განცხადება, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საბა ინწკირველმა, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში საუბრისას გააკეთა. “არც ჩემთვის იყო ადვილი იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მრევლისთვის მომეწოდებინა, რომ სახლში დარჩენილიყვნენ, მაგრამ დღეს სწორედ ჩემი ქრისტიანული მოვალეობა, სიყვარული მაძლევს ამის უფლებას, რომ მე ვიზრუნო ადამიანის სიცოცხლეზე. ადამიანების სიცოცხლე არ შემიძლია, დავდო სასწორზე. მე მხოლოდ ჩემი თავი შემიძლია გავწირო, მაგრამ როდესაც სხვა ადამიანს საფრთხე აქვს, რომ შეიძლება გარდაიცვალოს, თამაშის დრო ნამდვილად არ არის,” - განაცხადა ეპისკოპოსმა საბამ.