ფოთის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია დაიწყო

Zugdidi Daily

ფოთის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია იწყება. ფოთის მერიამ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში გზის საფარი მოეწყობა 3,4 კმ-იან მონაკვეთზე შემდეგ ქუჩებზე: ✔️ ბესიკის ქუჩა; ✔️ კოლხეთის ქუჩა; ✔️ კოკაიას ქუჩა. ✔️ შალვა ამირანაშვილის ქუჩა ( წმ.გიორგის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე,აკაკის ქუჩიდან წმ.გიორგის ქუჩამდე); ✔️ ალექსანდრე მოწერელიას ქუჩა (წმ.გიორგის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე) ; ✔️ ფაზისის ქუჩა ( წმ.გიორგის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე,აკაკის ქუჩიდან ფაზისის ქუჩის ბოლომდე) ; ✔️ მემედ აბაშიძის ქუჩა (აღმაშენებლის ქუჩიდან კლდიაშვილის ქუჩამდე): ✔️ ქორქიას ქუჩა (ქორქიას ქუჩიდან დასავლეთით ბოლომდე) ; ✔️ ქორქიას ჩიხი შეგახსენებთ, რომ პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის საფარის მოწესრიგებას, ის სანიაღვრე არხების კეთილმოწყობასაც. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. წყარო: ფოთის მუნიციპალიტეტის მერია #ფოთი #zugdididaily