ზუგდიდელი ბავშვების გამოგონება.

Zugdidi Daily

ზუგდიდელი ბავშვების გამოგონება. ზუგდიდელი ახალგაზრდები ინოვაციური გზებს ეძებენ კორონავირუსის პრევენციისთვის. ზუგდიდის ტექნოპარკში ისეთი მოწყობილობის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც დახურულ სივრცეში ადამიანების რაოდენობას განსაზღვრავს და გააკონტროლებს. პროექტზე სულ 4 მოზარდი მუშაობს. პროექტის ძირითად პროგრამულ ნაწილზე მუშაობა დასრულებულია. ახლა უკვე დიზაინზე მიმდინარეობს მუშაობა. „ადამიანი როცა შედის შენობაში, მონიტორზე ეწერება შესული ადამიანების რაოდენობა, თუ მეტი ადამიანი შევიდა, მოწყობილობა მოახდენს რეაგირებას. მოწყობილობის ერთი ნაწილი მონტაჟდება შენობის გარეთ, მეორე შიგნით. ის იბეჭდება 3D პრინტერზე და გარე კორპუსში ჩამონტაჟებულია სენსორი და ლაზერი“ - ამბობს პროექტზე მომუშავე ერთ-ერთი მოზარდი. პროექტს STEM მიმართულების ტრენერი უტა კილასონიაა. ის ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : „პროექტი ჯერ ვირტუალურად დამუშავდა და შემდეგ რეალურად აწყობილი ჩაიტვირთა. ბავშვებს ნანახი ჰქონდათ სონღულაშვილის ტელეგაკვეთილები, რომელიც პროექტის განხორციელების საფუძველი იყო. პროექტზე მუშაობა რთული და შრომატევადია, რადგან ინოვაციას ეხება. მისი შექმნის პორცესში პრაქტიკულად ყველა იყო ჩართული, ზუგდიდელ ბავშვებთან ერთად იყო სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე გიგი გუგუნავაც. ამ დროისთვის, პროექტის ტექნიკური და პროგრამული ნაწილი უზრუნველყოფილია და მიმდინარეობს დიზაინზე მუშაობა“ დაფინანსების მოსაპოვებლად მოზარდების მიერ შექმნილი მოწყობილობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. #ზუგდიდი #ბავშვებისინივიატივა #გამოგონება #დაფინანსება #ზუგდიდისტექნოპარკი #zugdididaily