თემქაზე ასვლის შემდეგ გავიგეთ, რომ გიორგი არ გამოჩენილა – რას ყვება ანი გაბეჩავა

Tbilisi Daily

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა საბედისწერო ღამის იუბილარი ანა გაბეჩავა, რომელთანაც ინტერვიუ ჩაწერა.   როგორც კილაძე აცხადებს, გაბეჩავამ მას უთხრა, რომ ის შაქარაშვილს კარგად არ იცნობდა და უფრო მეტიც, საერთოდ არ იცნობდა შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულ ვახო ჩიქოვანს. „შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად. სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი, ჩემი მეგობრის მეგობარი იყო. არანაირი სიმპატია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ვახო ჩიქოვანს არც კი ვიცნობ. არ ვიცი ვინ მოიყვანა, უბრალოდ, იყო ჩემი უბნელი. როცა ჩხუბი დაიწყო გარეთ, უბნებს „ნახალოვკასა“ და „საბურთალოს“ შორის მიმდინარე კონფლიქტში ჩავერთე მეც. ყველა სტუმარი გავუშვი და ჩვენ გადავწყვიტეთ ლისზე მეგობართან წასვლა“, – ამბობს ანი გაბეჩავა.   მისი თქმით, თემქაზე ბინაში ასვლის შემდეგ გაიგეს, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, რადგან ნომერი არ ჰქონდათ.   „ამ პერიოდში ვიგებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი არ გამოჩენილა და ტელეფონი არ ქონია და ვერ უკავშირდებოდნენ“, – ამბობს გაბეჩავა.