უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატების მოსმენას დღეს დაიწყებს

Tbilisi Daily

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცედურას იწყება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ორ კანდიდატს, ივერი აბაშიძესა და გოჩა აბუსერიძეს გაესაუბრებიან. მოსმენა დღეს, 11:00 საათზე დაიწყება. როგორც საბჭოში აცხადებენ, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოსმენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართება