იმერეთში მცხოვრებ დევნილებს კოვიდტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ
Sokhumi Daily
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, მათი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გრძელდება დევნილთა COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია.
"მოსახლეობის ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ქუთაისისა და წყალტუბოში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში ჯვარის, წყალტუბოს და ქუთაისის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები მონაწილეობდნენ.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის სახლის პირობებში მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროგრამის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები, პირბადეები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადასცეს." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი საპრევენციო ღონისძიებები, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა