"ქუჩა არის დაყოფილი, ნონსენსია" - ხმაური ანაკლიაში

Pirveliradio Ge

ხმაური ანაკლიაში - მოსახლეობა დგებუაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ითხოვს. პროტესტის ნიშნად მოსახლეობამ სამშენებლო კომპანია „ბილდინ გრუპ 17“-ის მძიმე ტექნიკა ალყაში მოაქცია. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ შვიდი წელია მტვერში ცხოვრობენ, ფანჯრებს ვერ აღებენ და ტურისტებს ვერ იღებენ სახლებში. "ქუჩა არის დაყოფილი, ნონსენსია. სამკილომეტრიანი ქუჩა შუაში გაყო, სულელები არიან. მონას მნიშვნელობა არ აქვს, მონა ზუგდიდში იქნება, თუ თბილისში იქნება, - ამბობს ერთერთი ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას. დგებუაძის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა შედეგი არ ჩანს. http://pirveliradio.ge/?newsid=145287