კალაძის სამგორის გამგებლის გინებაზე: გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისის მერი, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამგორის რაიონის გამგებლის გინება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე 20 ივნისის აქციის მონაწილეების მიმართ გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. მან ჟურნალისტებს ამ საკითხზე საუბრის დროს უთხრა, რომ "მის პირად სივრცეში, რაც უნდა ის გააკეთოს". "მე შეიძლება არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული უმაღლეს დონეზე, ჩვენ ეს მოვახერხეთ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა..." - თქვა კახა კალაძემ. მასალა განახლდება https://www.radiotavisupleba.ge/a/31908118.html

Source: radiotavisupleba.ge