ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგი გამართა. კახა საბანაძემ განაცხადა, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას.
''მძევლად არიან აყვანილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. შეტყობინებისთანავე შსს დაიწყო გამოძიება, ტარდება ოპერატიულ-გადაუდებელი ღონისძიებები. ვაკეთებთ მაქსიმუმს,რომ მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული.
სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტრურების მოქმედება და მის ეფექტიანობას. აქედან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების,სამართალდამცველების და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტურად წარმართვისთვის მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა-შეზღუდვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ,რომ აღნიშნული მძიმე შემთხვევა დასრულდეს მშვიდობიანად“, - განაცხადა საბანააძემ.