ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

Tbilisi Daily

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკანონოდ დაკავებული 45 წლის კაცის ოჯახმა წითელი ჯვრისგან მიიღო. ორგანიზაციის წარმომადგენლებისგანვე შეიტყვეს, რომ მღებრიშვილის მდგომარეობა ნორმალურია. ოკუპანტების მიერ გატაცებულის ოჯახმა მასთან კიდევ ერთი წერილი წითელ ჯვარს გაატანა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიაწვდიან. სოფელ მეჯვრისხევიდან ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს გაიტაცეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მიმდინარე თვის დასაწყისში დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ერთი ღამურის სანაცვლოდ 5 000 დოლარის აღებას ცდილობდა.