რა იწვევს გორი-კარალეთის გზაზე ავარიების გაზრდილ შემთხვევებს?

Gori Daily

გორი-კარალეთის გზაზე მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ავტომანქანა გორიდან კარალეთისკენ მოძრაობდა, მიკროავტობუსი კი, - ავტობანიდან კარალეთის გზაზე აპირებდა შესვლას. მიკროავტობუსში რეხელი ახალგაზრდები ისხდნენ. დაშავდა 3 ადამიანი. ორს დაჟეჟილობა შუბლის არეში აღენიშნებოდა, მესამემ კი, - მარცხენა კიდურზე მიიღო დაჟეჟილობა. ბოლო ერთი თვეა გორი-კარალეთის გზაზე გარეგანათება გამორთულია. რაც ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს კიდევ უფრო ზრდის. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #ავარია #ავტოსაგზაოშემთხვევა #goridaily წყარო - qartli.ge #ახალიამბები