Coca-Cola რუსეთში თავისი პროდუქციის გაყიდვას წყვეტს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
კომპანია Coca-Cola რუსეთში თავისი პროდუქციის წარმოებას და გაყიდვას შეწყვეტს. "როიტერის" თანახმად, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ამოიწურება პროდუქციის არსებული მარაგი.
Coca-Cola-ს სასმლის გარდა, კომპანია რუსეთში ასევე აწარმოებდა გაზიან Fanta-სა და Sprite-ს, ტონიკ Schweppes-ს, წყალ Bon Aqua-ს და ცივ ჩაი Fuzetea-ს
მარტის დასაწყისში Coca-Cola-მ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში ბიზნესის შეჩერების შესახებ განაცხადა. მაისის შუა რიცხვებში "ოჩაკოვოს" ქარხანამ რუსეთის ბაზარზე კოკა-კოლას, ფანტასა და სპრაიტის შემცვლელი სასმელები წარმოადგინა. მათ CoolCola, Fancy და Street დაარქვეს. ბოთლის ფორმა და სასმელების დიზაინი ორიგინალის მსგავსია, მხოლოდ ეტიკეტი განსხვავდება, რომელზეც ჩვეულებრივი ლოგოების ნაცვლად გამოიყენება ასოები C, F ან S.
კომპანია PepsiCo-მ, რომელიც აწარმოებს ისეთ სასმელებს, როგორიცაა Pepsi, Mirinda და 7Up, ასევე შეწყვიტა პროდუქციის გაყიდვა რუსეთში. .
https://www.radiotavisupleba.ge/a/31901662.html
Source: radiotavisupleba.ge