შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

Pirveliradio Ge

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც ფორმულას ადვოკატმა ანა ჟღენტმა განუცხადა, პროკურატურა დაკავებულისთვის 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, ვერონიკა არონიას სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლემ ის 2500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ვერონიკა არონია რამდენიმე დღის წინ დააკავეს. პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, დაკავებულმა, ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს შეგნებულად ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.