ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში“

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

'ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს' საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ 'ქართულ ოცნების' ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომისა და უმრავლესობის ფორმატში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, განაცხადა. 'პოლიტიკური საბჭოს ახალი მდივნის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს. მისი ფუნქცია იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და პოლიტიკური კომუნიკაციის კოორდინაცია. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს,'- განაცხადა ფრაქცია 'ქართული ოცნების' თავმდჯომარე მამუკა მდინარაძემ.