ტესტირებას უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც პნევმონია აქვს - კულუმბეგოვი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139878 ტესტირებას უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც პნევმონია აქვს - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” განაცხადა. ,,ტესტირებას უნდა დაექვემდებაროს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც პნევმონია აქვს და ინტენსიური თერაპია სჭირდება. მოგზაურობაში მყოფი ადამიანი, რა თქმა უნდა დაავადებულ ადამიანთან შემხებლობაში მქონე ადამიანი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან, ეს არის მედიცინის მუშაკები, პოლიციელები ჟურნალისტები”, - განაცხადა კულუმბეგოვმა.