მარნეულში ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა

Marneuli Daily

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ავტო-ავარია მოხდა. მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა. თვითმმხილველების თქმით, ერთმანეთს ფორდის, ვოლსვაკენის და მერსედესის მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. პოლიციამ მერსედესისა და ვოლსვაკენის მარკის მძღოლები დაზარალებულად სცნო. წყარო : 24news.ge