ტრამპი: არჩევნებში უცხო ქვეყნების შესაძლო ჩარევას დავაკვირდებით

ამერიკის ხმა

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ყურადღებით დააკვირდება უცხო ქვეყნების, კერძოდ კი რუსეთის, ირანისა და ჩინეთის შესაძლო ჩარევას აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ არცერთს ამ ქვეყნებიდან მისი გამარჯვება არ სწადია.  "ფრთხილად უნდა ვიყოთ", თქვა მან 7 აგვისტოს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.  გუშინ, აშშ-ის კონტრდაზვერვის  ცენტრის დირექტორმა ბილ ევანინამაც ანალოგიური გაფრთხილება გააკეთა.     https://www.amerikiskhma.com/a/evanina-trup-on-foreign-threats/5535800.html #ახალი_ამბები #აშშ