ბათუმში ძმები წულუკიძეები და კიდევ 4 პირი დააკავეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებითპოლიციამ ბათუმში 6 პირი დააკავა.
დაკავებულია ფირუზ წულუკიძე და რევაზ წულუკიძე. ასევე ძმები ირაკლი და გელა ჭელიძეებიდა კიდევ 2 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,ოპერატიულ და საგამოძიებო ღინისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე ქალაქ ბათუმში, 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.