ბოლო 24 საათის მონაცემებით, რამდენი ადამიანი გამოჯანმრთელდა შიდა ქართლში?
Gori Daily
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში 384 ნიმუშიდან Covid19 135 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო საბედნიეროდ, გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 57 პირს.
ამჟამად, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობაა 1230. მათ შორის - 582 პაციენტი მკურნალობის კურსს გადის სახლში, თვითიზოლაციაში კი 1486 ადამიანი რჩება.
რეგიონში დღე-ღამის განმავლობაში არც ერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ინფორმაციისთვის, ახალი ინფიცირებულების 35 კონტაქტი უკვე გამოკვლეულია. ყველა მათგანი გადავიდა თვითიზოლაციაში.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#ახალიამბები
#საზოგადოება
#goridaily