ბათუმის ცნობილი აივანი ქართული საკულტო ფილმებიდან

Batumi Daily

ბათუმში, კომახიძის 4-ში მდებარეობს სახლი, რომლის აივანიც პირველივე ნახვისას ქართული კინემატოგრაფის საკულტო ფილმებს გაგახსენებთ. საქმე იმაშია, რომ გასული საუკუნის დასაწყისში აგებული შენობის აივანზე გადაიღეს სცენები ფილმებიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა” და “მონანიება”. ამ შენობის აივანზეა გადაღებული სცენა “არაჩვეულებრივი გამოფენიდან”, რომელშიც დოდო აბაშიძე ჰანტელებით ხელში დგას. ხოლო თენგიზ აბულაძის “მონანიებაში” ეს აივანი ვარლამ არავიძის ტრიბუნადაა გამოყენებული. სახლი 1907 წელს აშენდა. თავდაპირველად მისი პირველი სართული საამქროებს ეჭირათ, ხოლო მეორე სართულზე სახლის მაშინელი მეპატრონე ცხოვრობდა. გასაბჭოების შემდეგ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია და სახლის ოთახები ხალხს საცხოვრებლად გადაეცა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ###ბათუმი ###არქიტექტურა ###batumidaily