Lego-პოლიციელების ფიგურების შემცველი ნაკრებების რეკლამაზე უარს ამბობს
Tbilisi Daily
აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო, კონსტრუქტორების მწარმოებელმა Lego-მ უარი თქვა თავისი ნაკრებების რეკლამაზე, რომლებშიც პოლიციელების ფიგურებია. ამის შესახებ გამოცემა Toybook იტყობინება.
შედეგად 30-ზე მეტი ნაკრები დაზარალდება, რომლებშიც პოლიციელების გარდა მეხანძრეები, დამნაშავეები, მეძებარი ძაღლები და ხელბორკილები ფიგურირებს. აკრძალვას დაექვემდებარა ნაკრები „თეთრი სახლი“.
„პარტნიორებს ვთხოვთ თავი შეიკავონ Lego-ს სარეკლამო კონტენტის განთავსებისგან. პატივს ვცემთ აქციას
BlackOutTuesday
და აშშ-ში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო ჩვენს სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებას ვაჩერებთ“, - განაცხადეს Legos-ს პრესსამსახურში.