აჭარაში 314.124 ამომრჩეველი და 3 ოლქია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

2 თვეზე ნაკლებ დროში, მოსახლეობამ პარლამენტის წევრებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაც უნდა აირჩიოს. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 26 პარტია იბრძვის. რაც შეეხება მაჟორიტარებს, რეგიონში 31 ოქტომბერს 3 მაჟორიტარს აირჩევენ. უკვე პირველი ოქტომბრიდან საარჩევნო უბნებიც გაიხსნება, მანამდე კი საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევენ.