21 დღე მეკობრეების ტყვეობაში

Tbilisi Daily

21 დღიანი ტყვეობის შემდეგ 9 ქართველი მეზღვაური თავისუფალია. ისინი უახლოეს დღეებში სპეციალური რეისით საქართველოში დაბრუნდებიან. მეზღვაურები ნიგერიაში მეკობრეებმა 30 აპრილს გაიტაცეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებად და ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით. პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი 4 მეზღვაური კი უკვე საქართველოშია.