უბედური შემთხვევა წალენჯიხაში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი
Zugdidi Daily
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. სოფელში მერის წარმომადგენლის მამუკა ჩხაპელიას ინფორმაციით, მამაკაცები სანადიროდ იყვნენ წასულები, რა დროსაც სანადირო თოფიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად ამავე სოფლის მკვიდრი 33 წლის ჯ.ა. გარდაიცვალა.
„მამიდაშვილ-ბიძაშვილები არიან. სანადიროდ ყოფილან წასული და წუხელ გვიან ღამით მოხდა ეს უბედურება. სხვა რამე არც კი განიხილება, გაუფრთხილებლობაა. ერთად გაზრდილები არიან, წარმოუდგენელი უბედურება მოხდა სოფელში“, - თქვა ჩხაპელიამ.
შს სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#უბედურიშემთვევა
#წალენჯიხა
#ახალიამბები
#zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი