აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

დღეს, 7 სექტემბერს, აჭარაში კორონავირუსის20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირებულთადიდი ნაწილი ოჯახური კონტაქტებია. რუსუდან შავიშვილის თქმით, 20-დან ორი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს კვლევები. ''გასული დღე-ღამის განმავლობაში არის 20 დადასტურებული შემთხვევა. უმეტესობა არის ოჯახური კონტაქტი. მათ შორის დონასთან აფილირებული არ არის. რაც შეეხებაქორწილის კონტაქტებს, მხოლოდ ორი პირი არის კლინიკაში შეყვანილი. მოგეხსენებათ კარვებში და პოლიკნიკებშიგრძელდება ტესტირება, თუმცა მათი რიცხვი შემცირებულია. შაბათ-კვირას 400 ნიმუში აიღეს კარვებში და 180 პოლიკლინიკაში. ერთი შემთხვევა დადასტურდა რეფერალურ საავადმყოფოში. შევიდა პაციენტი, როლის სტატუსიც თავიდანვე სწორად განისაზღვრა. ეჭვი მიიტანეს კოვიდზე და ის იმყოფება ბოქსირებულგანყოფილებაში, დაცულია უსაფრთხოების რეჟიმი, არავინ არ ექვემდებარება კარანტინს. რაც შეეხება ე.წ. ხოფის ბაზრობის შემთხვევას, არის საეჭვო და მოქალაქე კარანტინშია გადაყვანილი, ჩატარდება დამატებითი კვლევები'' - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა. ინფიცირებულებს შორია არიან არასრულწლოვნებიც. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.