რატომ გადაიჭრა მეშახტემ ვენები?

Kutaisi Daily

ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში, დირექტორის კაბინეტში ერთ-ერთმა მეშახტემ, რომელიც ნახშირის მოპოვებაზე იყო დასაქმებული, სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა. შუახნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მეშახტის პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კომპანიას სხვა სამუშაო პოზიციაზე გადაჰყავდა, რის შედეგადაც ხელფასი დაახლოებით 50%-ით უმცირდებოდა. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ დამსაქმებელმა მეშახტეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა მოსთხოვა. „მიუხედავად იმისა, რომ მეშახტე პროფკავშირების წევრი არ არის, ჩვენი წარმომადგენელი კლინიკაში გაჰყვა და დაეხმარა ცნობის აღებაში, რომელითაც დასტურდება მისი პათოლოგია. ამის შემდეგ ჩვენ კომპანიას ვთხოვეთ, არ გამოეყენებინა სამსახურიდან გაშვების მექანიზმი და მსუბუქ სამუშაოზე გადაყვანა შეეთავაზებინათ, რაც კომპანიამ გააკეთა და ორი დღის წინ შესთავაზეს ზედაპირულ კომპლექტზე მუშაობა, ანუ ამ ადამიანს აღარ მოუხდება შახტში ჩასვლა. რამდენადაც ვიცი, გუშინ ამაზე შეთანხმდნენ კიდეც და დღეს, მოულოდნელად, ასეთი რაღაც მოხდა“ ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #საინტერესო #სიახლე #kutaisidaily წყარო -reginfo.ge #ახალიამბები