ბათუმში დაგეგმილი ძალოსნობის ეროვნული ჩემპიონატი გადაიდო
Batumi Daily
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფერერაციის ინფორმაციით, ბათუმში, ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატი ერთი თვით გადაიდო.
''ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში გასამართი ეროვნული ჩემპიონატი გადავადდეს ნოემბრის პირველ დეკადამდე.
კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან გაგრძელდება და შეჯიბრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით განახლებული დებულების სახით. გისურვებთ ჯანმრთელობას!'' - ვკითხულობთ ძალოსნობის ფედერაციის გავრცელებულ განცხადებაში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily