მეორე ტალღა იქნება გაცილებით რბილი ვიდრე პირველი - ცერცვაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142856 მეორე ტალღა იქნება გაცილებით რბილი ვიდრე პირველი და წესით, არ უნდა შეუშალოს ხელი ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებს-განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტრომა თენგიზ ცერცვაძემ, გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას. “ჩემი ვარაუდით, მეორე ტალღა შესაძლებელია იყოს, თუმცა მგონია, რომ მეორე ტალღა იქნება უფრო რბილი, ნაკლებად დრამატული - თავად ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე მგონია ასე. სავარაუდოდ, მოსახლეობის რაღაც ნაწილი იმუნური იქნება. პლუს, ჩვენ ვისწავლეთ ამ ინფექციასთან ურთიერთობა, მისი მართვა და გაცილებით უფრო მომზადებულები შევხვდებით. მეორე ტალღა ან არ იქნება, ან მეტი ალბათობით იქნება, მაგრამ იქნება გაცილებით რბილი ვიდრე პირველი და წესით, არ უნდა შეუშალოს ხელი ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებს,-”განაცხადა ცერცვაძემ.