სოლოღაშვილი: ჩვენთან გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი, მათ შორის 6 წლის მოზარდი

On.ge

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათთან გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი, რომელთაგან ერთი 6 წლის მოზარდია. მისივე თქმით, გუშინ 2 ახალი ინფიცირებული დაემატათ. ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 63 პაციენტი მკურნალობს. სოლოღაშვილის თქმით, მათგან 54-ს დადასტურებული აქვს Covid-19 და აქედან 9 18 წლამდე პირია. 13 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ით. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. #news #Covid19 https://on.ge/story/56011-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90-5-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-6-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98