პრემიერი: ეპიდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს

Tbilisi Daily

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. „შეუძლებელი იყო არ მოვსულიყავით და არ გაგვეცა პასუხები კითხვებზე. დღეს ყველაზე აქტუალური, რაც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებს, ეს არის გლობალური პანდემია. მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე, არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს. დღეს საზოგადოებაში არის ყველაზე მძაფრი შეგრძნება, რა იქნება ხვალ, გლობალური პანდემიის დიდი გამოწვევა არის ის, რომ მსოფლიში არ არსებობს, არათუ რაიმე გაანალიზებული, დასაბუთებული მკურნალობის სტრატეგია, ვაქცინა ზუსტ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზები. დღეს არავინ იცის, ხვალ როგორი იქნება მსოფლიო როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით, ჩვენთვისაც ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა“, – განაცხდა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, კრიზისის გადასაჭრელად მოხდა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყნისთვის იქნებოდა შესაძლებლობა. „ჩვენი ძირითადი ამოცანა, როდესაც კრიზისის პირისპირ მოგვიწია გაურკვევლობის მაღალ დონეში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გახდა აუცილებელი გადაგვედგა ნაბიჯები, რომელიც ამ კრიზისი ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა შესაძლებლობად. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ აცდენია. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმ ეტაპზე სამუშაოდ როდესაც ვსაუბრობთ ეპიდემიიდან, პანდემიიდან გამოსვლის ეტაპს, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. ჩვენ დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი ქეისები ძირითადად ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან, ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. #news #პრემიერი #პარლამენტი #ეპიდემია #კონტროლი #გახარია #TbilisiDaily